en
ge

საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება

თბილისი. საია მთავარ პროკურატურას მიმართავს და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
საქმე ეხება 2007 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შ.პ.ს. „ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის, შ.პ.ს. "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის კორესპონდენციის მიხედვით, შ.პ.ს. „ინტერნეიშენალ ივენთსს" არ წარმოუდგენია განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გადაუხდელი მართვის საზღაური 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით შეადგენს 950,140 ლარს. ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო ამავე პერიოდზე 1,606,394 ლარს და 10,102 აშშ დოლარს. დარიცხული დავალიანება მიუთითებს, რომ მმართველი პირი წლების განმავლობაში, 2010 წლიდან დღემდე, არ ახორციელებს ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას. არ იხდის მართვის საზღაურს და დაკისრებულ პირგასამტეხლოს მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ამასთან არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებს", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)