თბილისი. 21 მაისს, PHR-ის მიმართვის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ რეკომენდაცია გამოსცა.
რეკომენდაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეაფასოს სუბიექტისათვის დასკვნის ნაწილობრივ გადაცემის ან სხვა ფორმით განმცხადებლის ინფორმირების შესაძლებლობა და, კანონით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი