აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ყოველწიურად, სპეციალური ანგარიშით აფასებს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს. მაგალითისთვის, ანგარიში უთითებს პატრიარქის ექსკლუზიურ იმუნიტეტზე, დისკრიმინაციულ საგადასახადო კანონმდებლობაზე, სახელმწიფო საკუთრების გადაცემის დისკრიმინაციული წესზე, სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს სკოლების დაფინანსებაზე.
წყარო: emc.org.ge