თბილისი. კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმაურება ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რამაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
სუბელიანი და ახობაძე სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლდნენ. ისინი თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ჩარევით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად განხორციელდა, ხოლო გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე დავა, საბოლოო 2017 წლის 15 სექტემბერს ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სასარგებლოდ დასრულდა და ცენტრს დაევალა მათი კონკრეტულ პოზიციებზე აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება.
წყარო: coalition.ge