სამეგრელო. 30-31 მაისს ტექნოპარკში, ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გაიარეს 2 დღიანი მოსამზადებელი ტრენინ-კურსი Adobe Photoshop-ის გამოყენების შესასწავლად.
„მონაწილეებს ტრენერმა, გიორგი ბახბავამ გააცნო აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის ტექნიკა და შეასწავლა ბანერების, სერტიფიკატების, საინფორმაციო ბუკლეტების და სხვა კომერციული მასალების დამზადება.
კურსის ბოლოს ახალგაზრდებმა თავად დაამზადეს პოსტერები ტოლერანტობის და სამოქალაქო აქტივიზმის თემატიკაზე. თითოეულ მონაწილეს გადაეცა ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ წინასწარ შერჩეული პრიზებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში