სამეგრელო. 1 ივნისს ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის "PITA" ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ვორქშოპი თემაზე ბავშვთა უფლებები და გენდერული თანასწორობა.
„აქტივობის ფარგლებში, მონაწილე ახალგაზდები დაიყვნენ ორ თემატურ ჯგუფად: ბავშვთა უფლებადამცველისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერთა გუნდებად. თითოეულმა გუნდმა შეადგინა დავალებების ნუსხა კონკურენტი ჯგუფისთვის, რომელსაც პირობითად ეწოდა „6 შეუსრულებელი მისია”, აღნიშნული დავალებები მოიცავდა ისეთ აქტივოებს როგორციაა, ქუჩის ინტერვიუები და საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მინი ფლეშ-მობების მოწყობა ქალაქის ცენტრში, ვიდეო და ფოტო მესიჯების მომზადება ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შეახებ.
ვორქშოპის მიზანია, ახალგაზრდებში უფლებებისა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი ჩართულობა აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების პროცესში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში