თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად, თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა.
სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ვიზიტის შედეგად, გამოიკვეთა მრავალი დარღვევა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი