en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, მართლმსაჯულების რეალური რეფორმისთვის, იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს და პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით ისაუბრეს. გაკეთდა განცხადება პროკურატურისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. განცხადების მიხედვით, მოქმედი თანამდებობის პირების პირობებში, მართმსაჯულების სფეროში რეალური რეფორმა არ გატარდება. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ახალი პროკურორის დანიშვნა ახალი, მიუკერძოებელი და რეფორმის ნების მქონე მინისტრის ხელმძღვანელობით მოხდეს.
სრულად 
წყარო: http://www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)