თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი დღეს თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა და სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაჰპირდა.
სახალხო დამცველმა უპრეცედენტო და კომიკური უწოდა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ. სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს დღეებში წარადგენს სასამართლოს მეგობრის შესაბამის მოსაზრებას. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მუნიციპალიტეტს და, მემანქანეებთან შესათანხმებლად, სახალხო დამცველის მონაწილეობას სთავაზობს.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი