en
ge

მოხალისეობის ფორუმი შიდა ქართლში

მოხალისეობის ფორუმი შიდა ქართლში

შიდა ქართლი. 5 ივნისს, გორში, კინოთეატრ გამარჯვების შენობაში, მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა მოხალისეობის ფორუმი. ფორუმს მასპინძლობდა გორის საინფორმაციო ცენტრი, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით. ფორუმი ჩატარდა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან. პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. პროექტში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის საქმიანობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ფორუმის პირველ ნაწილში მოხდა მონაწილეების რეგისტრაცია, რომელთაც გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები. ასევ მოეწყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგნაიზაცეიბისთვის კუთხე, სადაც ორგანიზაციებმა გამოფინეს მათი საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა და სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბუკლეტები.

ფორუმის მეორე ნაწილი გახსნა გორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბატონმა მიხეილ ჩიტაძემ, რომელმაც ისაუბრა პროექტის შესახებ და მოუწოდა ახალგაზრდებს მოხალისეობრივი საქმიანობისკენ.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნათია ნამიჭეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროგრამის არსი და რეგიონალური ჰაბების მნიშვნელობა, ასევე ხაზი გაუსვა მოხალისეობის კომპონენეტს და მოუწოდა იქ მყოფ საზოგადოებას მიიღონ მონაწილეობა და გახდნენ მოხალისეები სხვადასხვა ორგანიზაციებში.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბატონმა ავთო მაჩიტაძემ, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის „დროის ბანკის“ პრეზენტაცია წარუდგინა მონაწილებს, და მოუწოდა დარეგისტრირებულიყვნენ დროის ბანკში.

დასკვნითი ნაწილში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ და შესთავაზეს ახალგაზრდებს თანამშრომლობა და მათ ორგანიზაციაში გაწევირანება მოხალისეობრივ საწყისებზე.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 80 - მდე მონაწილემ, ახალგაზრდებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)