გურია. მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისათვის, 5 ივნისს, სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში, გაიმართა მოხალისეობის ფორუმი. ფორუმზე შესაძლებელი გახდა ერთმანეთს დაკავშირებოდნენ ისინი, ვინც ეძებდა მოხალისეებს და ისინი, ვისაც მოხალისეობა სურს.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 11 ორგანიზაციამ, მათ შორის ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ, საინიციატივო ჯგუფებმა, ბიზნესისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა.
მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო გურიის რეგიონული ჰაბის (ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - „პროგრესის სახლი“ ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017 -2020) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.
45 თვის განმავლობაში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)