თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის 2013-2017 წლების ხარჯვის მიმოხილვას.
„ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, იქმნება სარეზერვო ფონდები, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდების რესურსები ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. თუმცა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, 2013-2017 წლებში, იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე", - ნათქვამია დოკუმენტის შესავალში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი