საქართველო. ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში რეგიონული შეხვედრები გაიმართება. შეხვედრების მიზანია, საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის დღის წესრიგის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირება და მხარდაჭერა მდგრადი განვითარების ეფექტური მიდგომების დანერგვაში.
შეხვედრების გამართვა იგეგმება: ქვემო ქართლში (7 მარტი, რუსთავი), შიდა ქართლში (9 მარტი, გორი), სამცხე-ჯავახეთში (16 მარტი, ახალციხე), სამეგრელო-ზემო სვანეთში (21 მარტი, ზუგდიდი), გურიაში (22 მარტი, ოზურგეთი), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (23 მარტი, ბათუმი), იმერეთში (26 მარტი, ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (27 მარტი, ამბროლაური), მცხეთა-მთიანეთსა (28 მარტი, მცხეთა) და კახეთში (2 აპრილი, თელავი).
წყარო: http://enpard.ge