სამეგრელო–ზემო სვანეთი. 7 ივნისს, ზუგდიდში, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოხალისეობის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობას. ფორუმმა ერთმანეთთან დააკავშირა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები/დაწესებულებები ვინც ეძებდა მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურდა.
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, რომლების საქართველოში და კერძოდ რეგიონში მოხალისეობის ისტორიას შეეხო: „მოხალისეობა კოლხურ ტრადიციებში“; „პროგრამა - საქართველოს მოხალისე - წარ-წარმატებული პრაქტიკა, მაგალითები“; „დროის ბანკის“ კომპონენტის მიმოხილვა - შედეგები/წარმატებული გარიგებები“. ასევე რეგიონში მოქმედმა ორგანიზაციებმა გაუზიარეს დამსწრეებს მოხალისეობასთან დაკავშირებული გამოცდილება.
ფორუმის მეორე ნაწილში გაიმართა მოხალისეების მაძიებელ ორგანიზაციებსა და მოხალისეებს შორის მოლაპარაკებები/გარიგებები. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოხალისეების მაძიებელმა რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციამ, 100-მა მოხალისემ, დაიდო 100-ზე მეტი გარიგება.
მოხალისეობის ფორუმს რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებიც დაესწრო.
ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოხალისეობის პოპულარიზებისა და განვითარების მნიშვნელობას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017-2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.
პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ახორციელებს ორგანიზაციათა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის თაოსნობით. კონსორციუმში აგრეთვე შედიან ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)