თბილისი. 1 ივნისს, საქართველოში დაიწყო საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური ნორმების ცვლილებას.
„ინიციატივა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს წლის ბოლომდე გაგრძელდება და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, თუ რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და შეთანხმებას, რომ ძალადობა მიუღებელია.
კამპანია ეფუძნება კვლევას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ძალადობის განმსაზღვრელი სოციალური ნორმები და რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სოციალური ნორმაა. ოჯახებში/სკოლაში ჯერ კიდევ ხშირია ბავშვის დასჯა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: unicef.ge