თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სავარაუდო თვალთვალის გამო, საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს.
განცხადებაში, რომელიც EMC-მ გაავრცელა, საუბარი ეხება გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ, სავარუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ, უკანონო ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავების ფაქტებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი