თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მეტროპოლიტენის გაფიცვის შედეგებს აჯამებს.
„მეტროპოლიტენის საგაფიცვო აქტის პრეცედენტულობის გარდა, უნიკალურია თავად მეტროს თანამშრომელთა მიერ გამოყენებული საგაფიცვო სტრატეგია, რომლითაც მოახერხეს და გაფიცვა სრულად მოაქციეს კანონმდებლობითა და უკანონო სასამართლო განჩინებებით დადგენილ ფარგლებში, რამაც გაფიცვას კანონიერი ხასიათი შეუნარჩუნა და სრულად გამოაცალა თბილისის მერიას არგუმენტები მის უკანონობასთან და გაფიცვის ორგანიზატორების შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში