თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წევრსა და სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს, სერგი კაპანაძესა და კომისიის წევრ ელენე ხოშტარიას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გეგმები და პრიორიტეტები, სახალხო დამცველისა და კომისიის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი