en
ge

2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულება

თბილისი. 2018 წლის 12 ივნისს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წინასწარ შედეგებს ზეპირი მოსმენის ფარგლებში წარადგენენ.
„2014 წელს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმების მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებების საქმიანობის უკეთესი კოორდინირებისა და მასზე სამთავრობო და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმა მთავრობისთვის, ისევე როგორც პარლამენტისთვის არ გახდა ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი დოკუმენტი და მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული პოლიტიკური პროცესი. ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მაღალი წარმომადგენლობის და ფართო კომპეტენციის მიუხედავად, საბჭოს საქმიანობა წლების განმავლობაში მეტწილად ნომინალური იყო და თითქმის არ იკრიბებოდა. პროცესზე სუსტი და არაეფექტიანია საპარლამენტო ხედამხედველობის მექანიზმიც და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება სათანადოდ არ აისახება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში", - ვკითხულობთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: emc.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)