en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

თბილისი. ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ სოლიდარობას ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მათი ოჯახების მიმართ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საქმეებზე გამოძიების დროული პროგრესი და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა და დასჯა საზოგადოების მთავარ მოთხოვნად და ხელისუფლების პასუხისმგებლობად რჩება", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „დაზარალებულთა და მათი მხარდამჭერების სამართლიანი და ლეგიტიმური პროტესტის გამოხატვის მიზნით, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ კანონის მოთხოვნები და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანი და კანონიერი ხასიათის შენარჩუნება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას იმოქმედოს შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვის პრინციპებით. საჭიროების შემთხვევაში, აწარმოოს მოლაპარაკებები აქციის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან და არ დაუშვას დაუსაბუთებელი და არაპროპორციული საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ".
სრულად
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)