თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აქვეყნებს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას რომლის თანახმადაც, სოციალური დაცვის პროგრამები უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს, თუმცა სიღარიბე კვლავ რჩება გამოწვევად.
„ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ".
წყარო: unicef.ge