en
ge

EMC-იმ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

თბილისი. 2018 წლის 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
„2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის რამდენიმე კლუბში ერთდროული და მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება განახორციელა. კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და პარალელურად, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე სპონტანური საპროტესტო აქციებისას პოლიციის მოქმედება, სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროის უპრეცედენტო შემთხვევა იყო", - ნათქვამია განცხადებაში, - „მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით და უზრუნველყოს გამოძიების სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმოება".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)