თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ვლოგს, სადაც იუსტიციის მინისტრის განცხადებებია გაანალიზებული.
თეა წულუკიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველივე დღიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
პასუხი: 2017 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა ფიგურა გამოვლენილი და დაკავებული იყო. თუმცა ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოვლენილი არ იყო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში