თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით.
„კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის აღნიშნული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და დამატებით უწყობს ხელს მათ მარგინალიზაციას. მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ იმ მწვავე გამოწვევებს და კრიტიკას პასუხობდეს, რაც სასამართლოს რეფორმის და პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს, ყურადღების გადატანას ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემაზე სპეკულირებით ცდილობს. აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მხრიდან ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი დადასტურებაა და წარმოადგენს პოლიტიკური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის განსაკუთრებით ნეგატიურ შემთხვევას", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge