თბილისი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობის თაობაზე, სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„2018 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, რომლებზეც 11 ივნისის აქციაზე სავარაუდოდ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავდნენ. დაკავებული პირები სასამართლოში მთელი დღე ელოდნენ მათი საქმის განხილვის რიგს, ვინაიდან რამდენიმე საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად არაკონსტიტუციურია მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და როგორ არ უზრუნველყოფს იგი სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი