ქვემო ქართლი. PHR-ის იურისტებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. იურისტებმა შეხვედრაზე ქმედუნარიანობის რეფორმის ძირითადი არსი მიმოიხილეს, ყურადღება გაამახვილეს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობებზე, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმის განხორციელების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსიაც.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი