თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემი ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების შექმნას ითხოვს.
„მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის განცხადებისა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეზე, დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კონვენციის აღსრულების მიზნით. მათ შორის, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შეუქმნია გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ჩარჩო მექანიზმი, არ უწარმოებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com