თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია GeoLab – ჯეოლაბის ორგანიზებით, ვებ-გვერდის მართვის მასტერკლასი ჩატარდა.
მასტერკლასს ესწრებოდნენ იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოს წარმომადგენლები, ვისი ვებ-გვერდებიც "პრო ბონო მარათონი 2018"-ის ფარგლებში შეიქმნა.
პრო ბონო მასტერკლასი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)