en
ge

სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, 4 წლის ბავშვის სავარაუდო ცემისა და მკვლელობის თაობაზე და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს ფაქტის დროული გამოკვლევისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში, არა ერთი წელია, მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება. სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)