თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი," - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: www.gdi.ge