თბილისი. სახალხო დამცველის აპარატში სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-15 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას, ინკლუზიური განათლების სფეროს გამოწვევებს, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი