თბილისი. 21 ივნისს, 18:00 საათზე, „ღია გალერეა" უმასპინძლებს ქართველი მხატვრის, თამარ შიუკაშვილის ნახატების გამოფენას, რომელიც ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას" ეძღვნება. ნახატების გაყიდვით შეგროვილი თანხა ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას" გადაერიცხება.
„თამარის ნახატები დადებით ემოციას იწვევს და კარგ განწყობას ქმნის. პერსონაჟების და თემების მრავალფეროვნების წყალობით, თამარის ნამუშევრების ადგილი ყველგან მოიძებნება", - ნათქვამია გამოფენასტან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: http://www.osgf.ge