თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს პროკურატურას ჭიათურაში პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შემთხვევის გამოძიება დროულად დაასრულოს.
„ჭიათურაში, პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, ადგილობრივები უკვე მე-17 დღეა შიმშილობენ. პროტესტის მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და 26 მაისს დაკავებული პირის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის რეპრესიულ პოლიტიკას, დაშინებასა და ძალადობაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას აპროტესტებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: emc.org.ge