თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თვლის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
„აღნიშნული შემთხვევის სრულყოფილი შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მსურველ კანდიდატს, რომელსაც კარგი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფის საკითხში მთავარი როლი აკისრია. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ უნდა განმარტოს, რა სახით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელებაში. აუცილებელია, გაირკვეს, იყო თუ არა იგი ჩართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge