en
ge

განცხადება პირველი არხის საგამოძიებო ფილმის შესახებ

თბილისი. „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ,,გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.
„პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს მიერ ამ თემაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ეთერში გასვლამდე მენეჯმენტმა „აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?! „ფილმი, ასევე, გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,შესაბამისი სამსახური" მოკლებულია უნარს დამოუკიდებლად, როგორც კანონი კარნახობს - პოლიტიკური და ინტერესთა ჯგუფების ჩარევის გარეშე, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება, აჩვენებს მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას, შიდაწარმოების სტანდარტებისა და პროცედურების მოშლილობას, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ჟურნალისტთა, მით უფრო გამომძიებელ ჟურნალისტთა, გამოხატვის თავისუფლების უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელში".
სრულად 
წყარო: https://gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)