თბილისი. 22 ივნისს გაიმართა ტრენინგი - "CSR ანგარიშგება და CSR აქტივობების კომუნიკაცია“. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ტრენერი ელენ კოენი, რომელსაც ბიზნესისა და მდგრადი განვითარების კონსულტაციის მხრივ 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იყო ევროპის Procter and Gamble-ს მოწოდების ჯაჭვის აღმასრულებელი მენეჯერი. ტრენინგს დაესწრნენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენელი. ტრენინგი გაიმართა, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)