ოზურგეთი. 22 ივნისს, ბავშვის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საჯარო ლექცია ჩატარდა. ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული ნაწარმოებების „პერსეპოლისი" და „ურჩხული გიხმობს" განხილვა ლიტერატორმა, აღნიშნული წიგნების მთარგმნელმა მიხეილ ციხელაშვილმა ჩაატარა.
„ყურადღება გამახვილდა ძალადობისა და ჩაგვრის ფორმებზე, ასევე იმ საკითხზე თუ რა როლი აქვს ბავშვის განვითარებაში კულტურას, რელიგიას და იმ ღირებულებებს, რომელშიც ბავშვს უწევს ჩამოყალიბება.
მნიშვნელოვანია მოზარდებს მიეცეთ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუნდაც ეს აზრი არასწორი იყოს, რადგან დისკუსიაში, მსჯელობაში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში