en
ge

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო განაჩენს ეხმაურება.
„განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს გამოძიების სათანადოდ წარმართვას.
ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)