სამეგრელო. 23 ივნისს ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ანა ცირდავამ და ალექსანდრე გაბესკირიამ, მოპოვებული მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ჩაატარეს თანატოლთა განათლების ტრენინგი თემაზე „რესურსების რაციონალური მართვა".
„ახალგაზრდებმა ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე მსოფლიოში, რაციონალურად მართვის დადებით მხარეებსა და შედეგებზე, ასევე ადამიანის როლზე და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში