en
ge

კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ

თბილისი. 25 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში".
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მცირე დრო ეთმობა ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას და ჩაღრმავებულმა ინტერვიუებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მოსწავლეთა ცოდნა ამ სფეროში, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირულია. მიმაჩნია, რომ სასკოლო ასაკში ადამიანის უფლებების შესახებ ძირითადი ფაქტების შესასწავლად და პრაქტიკაში მათ დასანერგად მნიშვნელოვანია სასკოლო გარემო, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნება დაფუძნებული, ანუ კლიმატი, სადაც ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება, მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოიყალიბონ და გამოიყენონ საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებების დასაცავად აუცილებელი პრაქტიკული უნარები", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)