თბილისი. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურას მიმართავს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ეხმიანება 2018 წლის 25 ივნისს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თემირლან მაჩლიკაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემების შესაძლო შესწავლის შესახებ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, განუხრელად დაიცვან კანონის უზენაესობისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპები და შეწყვიტონ, სამართლებრივი დაცვისა და პროცესის მიღმა, თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი დისკრედიტაციის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი