თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით „ფაბრიკაში" გაიმართა „თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის".
„ღონისძიებაზე რეგიონალურმა ორგანიზაციებმა ინდივიდუალურ სტენდებზე წარმოადგინეს ვიზუალური და ბეჭდური მასალა თავიანთი საქმიანობის შესახებ.
ფორუმის მიზანი იყო, შექმნილიყო საკომუნიკაციო პლატფორმა რეგიონალური ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის და კონტაქტების მიმოცვლის გასაადვილებლად. არაფორმალურ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებსა თუ დამსწრეებს შორის აქტიური კომუნიკაცია შედგა, მოხდა კონტაქტების გაზიარება, შემდგომი შეხვედრის თაობაზე შეთანხმება და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში