en
ge

შესწორების სტანდარტი მედიაში

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს სახელმძღვანელოს მედიაში შესწორების სტანდარტზე.
„ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.
მცდარი ინფორმაციის შესწორებისას რედაქციის მთავარი მიზანი და გამოწვევაა, შეძლოს დაზუსტებული დეტალების იმავე აუდიტორისთვის მოწოდება, რომელმაც თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია მიიღო. შესწორების ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს იმის მიხედვით თუ რა ტექნოლოგიით, ფორმით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რა მასშტაბის აუდიტორიისთვის და რამდენი ხნით იყო ხელმისაწვდომი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: qartia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)