en
ge

სტერეოტიპების რღვევის კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრები

სტერეოტიპების რღვევის კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრები

სტერეოტიპების რღვევის კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 25–29 ივნისს, რაჭა–ლეჩხუმის, აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბებთან თანამშრომლობით, გამართა სამუშაო შეხვედრები. მასში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

შეხვედრების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული სტერეოტიპების შესწავლა, საჭიროებათა ანალიზი და სტრატეგიის შექმნა. რეგიონული შეხვედრები კი კვლევის ერთ–ერთი ინსტრუმენტია. რეგიონულ შეხვედრებს მართავს კომპანია „ელიოტ ვებერი“, რომელიც ტენდერის საფუძველზე შეირჩა პროექტის გუნდისა და მრჩეველთა საბჭოს მიერ.

შეხვედრები იმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023