თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიესალმება მე-7 დაწესებულების გაუქმებას.
„მრავალი წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე, სახალხო დამცველი, მიუთითებდა, რომ მე-7 დაწესებულებაში არსებული პირობები ვერ პასუხობდა მინიმალურ სტანდარტებს.
საია მე-7 დაწესებულებაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად 3 მსჯავრდებულის სახელით, ასევე, აწარმოებდა სასამართლო დავას, რომელიც რამდენიმე თვის წინ სამივე ინსტანციის სასამართლოს ჩათვლით, წარმატებით დასრულდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო მოსარჩელეებისათვის სასჯელის სათანადო პირობებში მოხდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge