თბილისი. კავშირი „საფარის" ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევდარიანის სარჩელზე პასუხს სტუდენტები მოამზადებენ.
„მას შემდეგ, რაც ამ სარჩელს გავეცანი, გადავწყვიტე, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკას მივმართო, ანუ მინდა სტუდენტებს მივცე საშუალება, შეისწავლონ ეს საქმე და გაიღრმაონ პრაქტიკა. რამე ხეირი ხომ ამ საქმიდანაც უნდა იყოს?! დაე, სტუდენტებმა ისწავლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ქართული სტანდარტები და მიიღონ სასამართლო პრაქტიკა. გუშინ უკვე დავუკავშირდი კლინიკას და თანამშრომლობაზე შევთანხმდით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge