თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ანა არგანაშვილის ბლოგპოსტს: როგორ ვერ აჩუმებენ ბავშვებით ქალებს.
„კვლევის თანახმად, წყვილების 40%-ს სადაც ოჯახში ძალადობა ხდება, ჰყავთ შვილები. ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე როგორც უშუალო, ისე ხანგრძლივი ეფექტის მქონეა. ბავშვები, შესაძლოა, უშუალოდ შეესწრონ მშობელზე განხორციელებულ ძალადობას ან, ნახონ მისი შემდგომი მოვლენები. შეიძლება ისინი გამოიყენონ როგორც – იარაღი.
ქალები, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელების დროს ფიქრობენ ბავშვებზე და სვამენ კითხვას, როგორ იმოქმედებს ეს მათ შვილებზე. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის არსებობა და კონფლიქტში ჩართულობა, პირველ რიგში, უბიძგებს ქალს ნებისმიერი ფორმით თავიდან აირიდოს ძალადობის განმეორება, თუნდაც ამის გამო დათმობაზე წასვლა მოუხდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგევრდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში