თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხზე ადგილობრივი თემის სახელით სასამართლოში დავას იწყებს.
„პანკისის ხეობის მაცხოვრებლების მდინარე ალაზანთან და მიმდებარე ბუნებასთან ღრმა ეკონომიკური და სოციალური ბმის პირობებში, კანონდარღვევით, სადავო აქტებით შეთანხმებული ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3"-ს აშენება მოსარჩელეებს და მთლიანად პანკისის ხეობის მოსახლეობას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. მოსარჩელეებისთვის და პანკისის ხეობის სხვა მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად დგას, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მათი სასმელი/სარწყავი წყლის საკითხი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ და მდინარე ალაზნის დიდი ნაწილის მილებში მოქცევის პირობებში არსებითი საფრთხის ქვეშ დადგება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge