თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
„სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: (ა) მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და (ბ) სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge