en
ge

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებთან

თბილისი. 3-4 ივლისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ახალი კომპონენტის ხელშეწყობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
„სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საკანონმდებლო პროცესში დღის წესრიგის 2030 მოთხოვნების - მდგრადი განვითარების მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინების შესაძლო გზებსა და მეთოდებზე მსჯელობა, იმ კავშირებისა და სინერგიების პოვნა, რომელიც არსებობს რეგულირებას დაქვემდებარებულ პრობლემასა და დღის წესრიგის 2030 ცალკეულ მიზნებსა თუ პრინციპებს შორის.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მაგალითის სახით, „პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონპროექტზე განხორციელებულ ე.წ. RIA-ს ანგარიშში დღის წესრიგის 2030 ცალკე თავი შეიმუშავეს. ორდღიან სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო ექსპერტი იულია კერხერი უძღვებოდა", ნათქვამია GIZ-ის სამართლის პროგრამის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)